ისტერიკა, რაც ამ საკითხზე ატყდა უსაფუძვლოა, მივესალმები სამნიძე-კორძაიას მიერ გაჟღერებულ ინიციატივას - წითლიძე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხათუნა სამნიძის და თამარ კორძაიას გავრცელებულ ინფორმაციას მიესალმება.
საუბარია, უახლეს ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, სასამართლოში სისტემურ პრობლემებთან და კორუფციასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა 18 აპრილის სხდომაზე შედგება.
როგორც დეპუტატმა წითლიძემ "პირველებს" უთხრა, ოპოზიციაში დაპირისპირების და ურთიერთბრალდებების დრო არ არის:
მივესალმები ბრიფინგზე გაჟღერებულ ამ ინიციატივას, მეც ზუსტად ასე ვთვლი, რომ არანაირი დაპირისპირების და ურთიერთბრალდებების დრო არ არის და ის ისტერიკა, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით ატყდა არის უსაფუძვლო და არის ის, რაც მხოლოდ აწყობს ქართულ ოცნებას, ამიტომ სანამ ეს საკითხი დადგება კენჭისყრაზე საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, მანამდე ჩვენ ყველა უნდა შევეცადოთ, რომ ეს ურთიერთბრალდებები და უსაფუძვლო თავდასხმები, რაც განსაკუთრებით იყო ჩვენზე შეწყდეს იმიტომ, რომ ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის არა ის ურთიერთბრალდებები ერთმანეთთან, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ სამშაბათს ეს საკითხი უნდა გავიდეს სესიაზე და სამშაბათს ოპოზიცია უნდა უყოს მობილიზებული, რომ ხმა მივცეთ და ეს საგამოძიებო კომისია შეიქმნას“ - ანა წითლიძე,