ხმაური იურიდიულ კომიტეტზე - ერთმანეთს ანრი ოხანაშვილი და მიხეილ დაუშვილი დაუპირისპირდნენ
"დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის პროექტის განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
ერთმანეთს ანრი ოხანაშვილი და მიხეილ დაუშვილი დაუპირისპირდნენ. ქართული ოცნება ირწმუნება, რომ კანონში ცვლილებები შეაქვს, თუმცა ოპოზიციას განსახილველი პროექტი წინასწარ არ დაურიგეს, რასაც დარბაზში კონფლიქტი მოჰყვა
„გთხოვთ მხარდაჭერისკენ მე მგონია, რომ აბსოლუტურად სამართლიანი, პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც გამართული წინადადება გვაქვს თქვენთან"- მიმართა ოპოზიციას ოხანაშვილმა.
„ბოლო ვერსია დარიგებული არ არის. იქ უნდა აიტვირთოს ყველა მასალა"- თქვა მიხეილ დაუშვილმა "ოცნების" წევრის საპასუხოდ.
ამის შემდეგ იურიდიული კომიტერტის თავმჯდომარემ "საქართველოსთვის" მიმართა და დაინტერესდა, "სხვა პარლამენტში ხომ არ მუშაობს" - „თქვენ სხვა პარლამენტში ხომ არ მუშაობთ ბატონო მიხეილ? აბა რას მელაპარაკებით, როგორ შეიძლება საკითხი ავტვირთო, რომელიც კომიტეტის მხარდაჭერილი არ არის.“
„მადლობა, მადლობა ერთი წუთი და გისმინეთ ამდენი ხანი ერთი და იგივე იმეორებთ. მერ თქვენობით გესაუბრებით ბატონო მიხეილ, კეთილი ინებეთ იგივე ფორმით მომმართეთ. პარლამენტში მუშაობას გაეცანით ჩემი თხოვნა იქნება ელემენტარული წარმოდგენა, რომ შეიქმნათ როგორ მუშაობს კომიტეტი აქამდე თუ ვერ მიხვდით. სასაცილო მდგომარეობაში იგდებთ თავს, დამშვიდდით.“ - დასძინა მან.