კეზერაშვილისგან არანაირი პარტიული დაფინანსება არ მაქვს - ელენე ხოშტარია
"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ "ფომულას" დამფუძნებლისგან დაფინანსება არ აქვს და დავით კეზერაშვილთან არც პოლიტიკურ გარიგებაშია:
- ბბს- ს გამოძიება სერიოზული ამბავია, ბრალდებაც მძიმე და ძალიან კარგია, რომ საკითხი, არა საქართველოს, არამედ ბრიტანეთის სასამართლოში გაირკვევა. კარგია რომ იჩივლებს და ითანამშრომლებს გამოძიებასთან
- წარმოუდგენელი უღირსობაა მთელი რიგი ადამოანებისგან პირადი ინტერესებისთვის ამ კამპანიაში მონაწილეობა.
- არანაირი პარტიული დაფინანსება მე კეზერაშვილისგან არ მაქვს, არანაირი პოლიტიკური გარიგება მე კეზერაშვილთან არ მაქვს და არავისთან არ მექნება. ვინც ეს მოიგონა, უბრალოდ არაკეთილსინდისოერი ადამიანია. დრო ყველაფერს აჩვენებს
- თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ფინანსური ინტერესის გარეშე შეიძლება გქონდეს პოზიცია