BBC-ის სკანდალური გამოძიება - რას ამბობს ამერიკის ელჩი

12.04.23 19:00
BBC-ის სკანდალური გამოძიება - რას ამბობს ამერიკის ელჩი

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაზე პირველ კომენტარს აკეთებს - საუბარია გავლენიანი გამოცემის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც,  თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მოხსენიებულია როგორც თაღლითურ სქემის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.

„არ მომცემია საშუალება, მომესმინა და წამეკითხა სრული ისტორია და დეტალების შესახებ ინფორმირებული არ ვარ. თუმცა, ისე ჟღერს, რომ ესაა კიდევ ერთი შემახსენებელი, თუ რატომაა ღირებული დამოუკიდებელი საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოების ქონა, რომლებიც შეისწავლიან მსგავს ბრალდებებს და უზრუნველყოფენ ხალხის უფლებების დაცვას“, - განუცხადა „ნეტგაზეთს“ კელი დეგნანმა.