BBC-ის სკანდალური გამოძიება - ვინ მოჰპარა თბილისიდან ევროპელებს მილიარდი დოლარი?
საქართველოს საერთაშორისო სკანდალის ეპიცენტრში - ვინ მოჰპარა თბილისიდან ევროპელებს მილიარდი დოლარი?- BBC-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური რეალობა დღეს თავდაყირა დააყენა. დავით კეზერაშვილი და მისი ხუთი პარტნიორი ჟურნალისტების საგამოძიებო ჯგუფმა ე.წ. ქოლცენტრების შავი ბიზნესის ფლობაში ამხილა. დაზარებულია ასობით ევროპელი, პენსიონერების ანგარიშებიდან გამქრალია მილიონობით დოლარი. BBC-ის მტკიცებით, პირდაპირი დოკუმენტები კეზერაშვილის წინააღმდეგ არ არსებობს, თუმცა ჟურნალისტებს ქოლცენტრების ყოფილმა თანამშრომლებმა დაუდასტურეს, რომ საქართველოს თავდაცვის ექს მინისტრი ამ სქემის მონაწილეა.
კეზერაშვილი ქოლცენტრებთან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფს, BBC-ის უჩივის და მზად არის, ევროპულ სამართლებრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის.
"ქართლმა ოცნებამ" დღეს დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირება და აქ გასამართლება მოითხოვა, თუმცა ეს მხოლოდ პოლიტიკური ბრალდება იყო. ამ დრომდე დუმს პროკურატურა, თუ დანაშაული მართლაც საქართველოს ტერიტორიაზეა ჩადენილი, მაშინ შოთაძის უწყებამ უნდა თქვას, რა მტკიცებულებები არსებობს ამ საქმეზე კეზერაშვილის წინააღმდეგ და გამოავლინა თუ არა გამოძიებამ მისი მონაწილეობა ქოლცენტრების საქმეში.
BBC-ის სკანდალური გამოძიება - ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში