საქართველოს სამი და ისრაელის ორი მოქალაქე - ვინ არიან BBC-ის სკანდალური გამოძიების მთავარი ფიგურანტები?
BBC-ის სკანდალური გამოძიების ფიგურანტი კეზერაშვილის გარდა საქართველოს სამი და ისრაელის ორი მოქალაქეა, თუმცა დღეს "პირველებმა" დაადგინა, რომ არც ერთი ახლა ჩვენს ქვეყანაში აღარ იმყოფება. ხმაურიან ჟურნალისტურ გამოძიებაში დასახელებული პირებიდან ერთი რატი ჭელიძეა, ის საქართველოში ორი კომპანიის მფლობელია, მათ შორის ერთ-ერთ მილიონიანი ბრუნვის მქონე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა.
როგორ გავიდა გამოძიება მხლებლების კვალზე, BBC-ის ჟურნალისტი ამბობს, რომ ბრიტანეთის მოქალაქეების ანგარიშებიდან ფულის თაღლითური გზით დაუფლების მტკიცებულებები, ქოლცენტრების მფლობელებმა თბილისის ოფისში დატოვეს და როდესაც პოლიცია ჩხრეკაზე ჟურნალისტთან ერთად შევიდა, დაფაზე ბრიტანეთის მოქალაქეების ტელეფონის ნომრები იყო ჩამოწერილი. ოფისი სავარაუდოდ სოსო მგელაძეს ეკუთვნოდა, რომელსაც კეზერაშვილთან მეგობრობა მანამდე არასდროს უარუყვია.
გამოჩნდნენ თუ არა კამერების წინ დღე ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიების ფიგურანტები?- ნახეთ ნანუკა ქაჯაიას სპეციალური რეპორტაჟი