საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შესაძლოა, ისევ ჩავარდეს - ვინ არ მიდის პარლამენტში
საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში შესაძლოა, სამშაბათსაც ჩავარდეს. დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობა სრული შემადგენლობით 18 აპრილს პარლამენტში არ მივა. რამდენიმე წუთის წინ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ხაჯიშვილმა დაწერა, რომ ის სამშაბათს საკანონმდებლო ორგანოში ვერ იქნება, რადგან უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
არადა ამას წინ უძღოდა ოპოზიციონერი დეპუტატების საგანგებო მიმართვა, რომლის ადრესატებიც სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იყვნენ. კოლეგები მათ პარლამენტში მისვლისკენ მოუწოდებდნენ
საგამოძიებო კომისიის საკითხი ოპოზიციაში დიდი დაპირისპირების მიზეზი ხდება. "გირჩი" "ნაციონალურ მოძრაობას" ფაქტობრივად "ოცნებასთან" გარიგებაში ადანაშაულებს. სკანდალური განცხადების ავტორი იაგო ხვიჩიაა, რომელიც არ გამორიცხავს,რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოსამართლეების შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი განზრახ ჩააგდო, რადგან კლანის დანაშაულების გამოძიება არც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ინტერესებში შედის.
ვინ არ მიდის სამშაბათს პარლამენტში სხდომაზე? - ნახეთ რუსუდან დუმბაძის სიუჟეტში