დიდი რღვევა სასამართლო სისტემაში - ქართველი მოსამართლეები ამერიკაში იმყოფებოდნენ
დიდი რღვევა სასამართლო სისტემაში, მოქმედი მოსამართლეები კლანის წინააღმდეგ. ანტიამერიკულმა კამპანიამ შედეგი ვერ გამოიღო, კვალიფიკაციის ასამაღლებლად ქართველი მოსამართლეები ამერიკაში იმყოფებიან. "ეს ტრენინგები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია" - ასე აფასებენ მოსამართლეები შეერთებულ შტატებში მიღებულ გამოცდილებას და ღიად უპირისპირდებიან იმ კოლეგებს, რომლებიც ხელისუფლებამ ამერიკის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართო.
ამ ფონზე კი კლანი სისტემის ერთიანობის დემონსტრირებას ცდილობს. მოსამართლეებს აიძულებენ, მურუსიძე ჩინჩალაძის მხარდამჭერი პოსტები გამოაქვეყნონ და ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადონ დასანქცირებულ კოლეგებს. სოციალურ ქსელში ერთი და იგივე შინაარსის და ერთი და იგივე სიტყვებით დაწერილი პოსტები ვრცელდება, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ მოსამართლეებს წინასწარ დაწერილ ტექსტებს უგზავნიან, რომელიც უბრალოდ მათ საკუთარ გვერდებზე უნდა განათავსონ.
ვრცლად ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში