მუქარა მხილების გამო - ხმაური საგარეჯოში
საგარეჯოს მერის მოადგილე პირობას დებს, რომ კომპანიას, რომლის ხელმძღვანელიც ადგილობრივი საკრებულოს წევრს ემუქრებოდა, ყველა პროექტს შეუჩერებენ. ხმაური საგარეჯოში სკვერის რეაბილიტაციას მოყვა, რომელშიც ერთი მილიონი დაიხარჯა, თუმცა სამუშაოები ჯერ კიდევ დასრულებული არ არის. ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო განცხადება "ლელოს" დეპუტატმა გააკეთა, რასაც მეტალ პლუსის დირექტორის ზარი და მუქარა მოყვა. პროექტების შეჩერებასთან ერთად სკვერიდან გატანილია ის რუსული წარმოების ტრენაჟორებიც, რომელიც კომპანიამ საგარეჯოში დაამონტაჟა.
ხმაური საგარეჯოში - ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟი