კეზერაშვილი ჭამოს ხალხმა? - ხებეიშვილი

12.04.23 23:11
კეზერაშვილი ჭამოს ხალხმა? - ხებეიშვილი

"თუ დაიწყება გამოძიება, კეზერაშვილი საკუთარ თავს მიხედავს" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ "ეკა მიშველაძის საჯარო პოლიტიკაში" ჩართვისას განაცხადა.

ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირგვლივ არსებული "ისტერიკა" ქვეყანაში არსებული უმძიმესი პრობლემების გადასაფარადაა ატეხილი. 

"მთელი დღე რომ გვაქვს ისტერიკა, თემები რომ გადაიფარა, დღეს მთელი დღე კეზერაშვლზე რომ ვისაუბროთ, ხვალაც რომ დავკარგავთ დროს, კეზერაშვილი ჭამოს ხალხმა? გელათი აღარ დაინგრევა, სასმართლოში კლანი არ იქნება. მიმაჩნია, რომ "- თქვა ენმ-ს თავმჯდომარემ. 

ხაბეიშვილის განცხადებით, კეზერაშვილზე საუბარი და ამ საკითხებზე "დროის დაკარგვა" ქვეყნის წინაშე მდგარ ამოცანებს ვერ გადაწყვეტს: 

"ამით ეშველება საქართველოს კანდიდატის სტატუსს,  ეშველება იმას, რომ კორუფციული სასამართლო გვაქვს, ამით გელათს ეშველება? ეშველება რიკოთის უღელტეხილს, სადაც უმძიმესი ვითარებაა და ასობით მილიონია შეჭმული და გაფლანგული?"- თქვა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, ანეკდოტი იქნება იქნება, თუ ქართულმა მხარემ "ფორმულას" დამფუძნებლის წინააღმდეგ საქმე აღძრას.

მისიე განცხადებით, "უჩა მამაცაშვილის, გიორგი ლილუაშვილის და ფარცხალაძის გარეშე არანაირი ე.წ ქოლცენტრი ვერ იარსებებდა".