შევხდებით 18 აპრილს პარლამენტში - ხაჯიშვილი ახალ განცხადებას ავრცელებს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ხაჯიშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს - ოპოზიციის წევრი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის არ გახდება დაბრკოლება, რომ პარლამენტმა კენჭი უყაროს საგამოძიებო კომისიას.
ხვალ ვარშავიდან მივემგზავრები უკრაინაში, ფრონტის წინა ხაზზე ჩვენი ქართველი მეომრების მოსანახულებლად და მათთვის აღდგომის მისალოცად. მიუხედავად იმისა, რომ გრაფიკი მჭიდროდ არის გაწერილი და უსაფრთხოების გამო კომუნიკაცია რთულდება, მე არ ვიქნები დაბრკოლება რათა პარლამენტმა კენჭი უყაროს საგამოძიებო კომისიას. მე ვიქნები იქ სადაც ქვეყანას დაჭირდება და არავის არ მივცემ საშუალებას, რომ ნაციონალურ მოძრაობას რაიმე ფორმით ზიანი მიაყენონ
შევხდებით 18 აპრილს პარლამენტში"- წერს დეპუტატი.
რამდენიმე საათის წინ, ხაჯიშვილი წერდა, რომ ის სამშაბათს პარლამენტში ვერ იქნებოდა, რადგან უკრაინაში ოფციალური ვიზიტი ერთი თვის წინ დაიგეგმა.