კახი კახიშვილმა შესაძლოა, "ოცნება" დატოვოს - რას ამბობენ მმართველ გუნდში
კახი კახიშვილის თქმით, მან შესაძლოა, "ქართული ოცნება" დატოვოს. კახიშვილი ამბობს, რომ პარტიას იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებებს არ დაეთანხმება. კახიშვილი დამატებით კომენტარს არ აკეთებს. მის შესაძლო წასვლაზე ინფორმაცია არ აქვთ მის თანაპარტიელებს. ანრი ოხანაშვილის თქმით, კახიშვილთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციები შედგება.
ჩემთვის ეს იყო მოულოდნელი, ასეთი ტიპის განცხადება, დაველოდოთ, მე მგონია, რომ ჩვენ კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს, დამატებით ვერ გავაკეთებ კომენტარს. დავილაპარაკებთ გუნდში", - ამბობს ანრი ოხანაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის, თქმით, კახიშვილის გუნდიდან წასვლა მოსალოდნელი არ არის.
მე როგორც ვხვდები ამ ციტატიდან, ზოგად შესაძლებლობაზე ჰქონდა საუბარი, არავინ არავის სთხოვს ბრმა მხარდაჭერას, მე არ მგონია, რომ ის ფიქრობდეს წასვლაზე" - ამბობს პაპუაშვილი.
კახიშვილის განცხადებას გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძის თქმით, გუნდმა კახიშვილს 2 საპარლამენტო თანამდებობა შესთავაზა, თუმცა მისგან უარი მიიღო.