ეს არის სანქციები - დეგნანი "ოცნებას"
ეს არის სანქციები - ასე პასუხობს კელი დეგნანი "ქართულ ოცნებას". "ნეტგაზეთისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამერიკის ელჩმა საქართველოს ხელისუფლებას უთხრა, რომ ის რასაც მმართველი პარტია "მოსანქციოს უწოდებს, რეალურად "სანქციაა"
დეგნანი ამბობს, რომ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებისთვის შტატებს სანდო საკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა.
არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ტერმინს გამოიყენებ. შედეგები ერთნაირია: სანქცირებულ მოსამართლეებს არ აქვთ უფლება, შევიდნენ ამერიკაში" - თქვა ელჩმა.
აშშ-ის კანონმდებლობით საკმაოდ ნათელია, რას ნიშნავს ეს სანქციები და რატომ არის ისინი საჭირო აშშ-ის კანონმდებლობაში, როცა გვაქვს საკმარისი და სანდო მტკიცებულებები კორუფციულ ქმედებებში მონაწილე პირების შესახებ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ტერმინს გამოიყენებ. შედეგები ერთნაირია: ამ პირებს არ აქვთ უფლება, შევიდნენ აშშ-ში.
მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივანს აქვს საკმარისი, სანდო ინფორმაცია მნიშვნელოვანი კორუფციული ქმედებების შესახებ, შეერთებული შტატების კანონმდებლობით ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავაწესოთ ეს სავიზო სანქციები.
ინგლისურ ენაში ძალიან, ძალიან ნათელია, თუ რას წარმოადგენს ეს. ესაა სანქციები, რომელთა საჭიროებაც დგება კორუფციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ სანდო ინფორმაციის საფუძველზე. სამწუხაროდ, ქართული იმდენად კარგად არ ვიცი, რომ ამ შეკითხვას ქართულად ვუპასუხო, თუმცა ინგლისურად საკმაოდ ნათელია, თუ რას ნიშნავს ეს სავიზო სანქციები, რომელთა შედეგია ის, რომ ეს ადამიანები ვერ შევლენ აშშ-ში”,- თქვა მან.