უხერხულია - ხატია დეკანოიძე ლევან ხაბეიშვილს პასუხობს
ხატია დეკანოიძე ყოფილი თანაგუნდელის ბრალდებებს პასუხობს - პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან ხაბეიშვილის მისამართით ამბობს, რომ პოლემიკაში შესვლა უხერხულია.
დეკანოიძე "ტვ პირველთან" განმარტავს, თუ რა ღონისძიებაზე იყო ის მაიამიში, რაზეც ენმ-ს თავმჯდომარემ გუშინ "ეკა მიშველაძის საჯარო პოლიტიკაში" ისაუბრა:
განხილვებში შესვლა უხერხულია, პირველ რიგში პატივს ვცემ მაყურებელს. ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მარტენსის კონფერენცია იყო, რომელზეც მე ერთ-ერთი პანელი მიმყავდა. კონფერენციაზე ასევე იყო ჩემი ძალიან მეგობარი, გია ბარამიძეც"- თქვა დეკანოიძემ.
დეპუტატი განმარტავს იმასაც, თუ რატომ უჭერს სასამართლოს საკითხზე საგამოძიებო კომისიის შესაქმნას:
როდესაც პირდაპირ ეთერში ადამიანები გაიგებენ, რას აკეთებს კონკრეტული მოსამართლე და უსამართლოდ იქცევა, როცა "ქართული ოცნების" გარიგებები ასეთი თვალნათელი იქნება, ეს იქნება ძალიან სერიოზული მგრძნობელობის გაზრდა საზოგადოებაში, რაც არის მნიშვნელოვანი. მე კონკრეტულად ამიტომ ვუჭერ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას"- დასძინა დეპუტატმა.
გუშინ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ "ტვ პირველის" ეთერში თქვა, რომ რუსული კანონის განხილვის დროს, ხატია დეკანოიძე მაიამიში წავიდა.