სასაზღვრო პოლიციას ევროკავშირის მხარდაჭერით სპეციალური აღჭურვილობა და ავტომანქანები გადაეცა

13.04.23 12:18
სასაზღვრო პოლიციას ევროკავშირის მხარდაჭერით სპეციალური აღჭურვილობა და ავტომანქანები გადაეცა

სასაზღვრო პოლიციას ევროკავშირის მხარდაჭერით სპეციალური აღჭურვილობა და ავტომანქანები გადაეცა.
დახმარების პაკეტი მოიცავს დაკვირვების სისტემებს, მაღალი გამავლობის ავტომანქანებსა და ავტობუსებს. დაკვირვების თანამედროვე სისტემები, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე განთავსდა, რაც გააძლიერებს სახმელეთო საზღვრის დაცვის მიმართულებას, გააუმჯობესებს სასაზღვრო მონაკვეთების კონტროლის შესაძლებლობებს, რაც თავის მხრივ, დანაშაულების გამოვლენასა და აღკვეთას შეუწყობს ხელს.

„ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო პოლიციასთან. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად იმისთვის, რომ საქართველოს საზღვრები კიდევ უფრო დაცული იყოს. ჩვენ, აქტიურად ვეხმარებით ქართულ მხარეს ინტეგრირებული საზღვრის მიმართულებით. სასაზღვრო პოლიციას გადავეცით სპეციალური აღჭურვილობა და ავტომობილები, რაც საზღვრების დაცულობას კიდევ უფრო გაზრდის და უკანონო ქმედებების აღკვეთას შეუწყობს ხელს. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ არსებულ თანამშრომლობას, საქართველოს საზღვრების უზრუნველყოფის კუთხით“ - აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი.