აშშ საიდუმლო დოკუმენტებს სწავლობს - ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის ომის დეტალების მოიცავს
გაჟონილი საიდუმლო დასავლური დოკუმენტები, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის დეტალების მოიცავს, სავარაუდოდ რუსეთის მიერ არის დარედაქტირებული, ამბობენ ანალიტიკოსები. მათ ნაწილს მიაჩნია, რომ სწორედ რუსულმა სპეცსამსახურებმა შეცვალა მონაცემები ომში დანაკარგების შესახებ, ხელოვნურად გაზარდეს უკრაინის და შეამცირეს მსხვერპლი რუსულ ჯარში. თეთრი სახლი ამ დრომდე ყველა დოკუმენტის ნამდვილობას არ ადასტურებს, დაწყებულია მოკვლევაც. ვაშინგტონი არც იმაზე მიანიშნებს, თუ ვინ შეიძლება იდგეს ამ პროცესის უკან. რა ვიცით საიდუმლო დოკუმენტების შესახებ.
„რა თქმა უნდა ეს არის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვა, იკვეთება რუსული პროპაგანდისა და სპეც.სამსახურების კვალიც, ძირითადად დანაკარგების კუთხით. აბსოლუტურად სასაცილოა 17 000 რუსის და 75 000 უკრაინელის დაღუპვის შესახებ ჩანაწერი. ამ შეცდომამ ისინი ამხილა. ეს აჩვენებს, რომ ამის მთავარი მიზანი რუსეთის საზოგადოების დარწმუნებაა, რათა ისინი დააჯერონ, რომ ომში მხოლოდ 17 000 რუსი სამხედრო დაიღუპა - ამბობს ანდრეი პიონტკოვსკი, .