ფიგურირებს თუ არა დავით კეზერაშვილი ქოლცენტრების საქმეში? - საქართველოს პროკურატურა დუმს

13.04.23 11:52
ფიგურირებს თუ არა დავით კეზერაშვილი ქოლცენტრების  საქმეში? - საქართველოს პროკურატურა დუმს

საქართველოს პროკურატურა ამ დრომდე არ აკეთებს განმარტებებს, ქოლცენტრების  საქმეში ფიგურირებს თუ არა დავით კეზერაშვილი - გამოძიებას პროკურატურა უკვე თვეებია ამ საქმეზე ატარებს, თუმცა სკანდალური ჟურნალისტური გამოძიების გასაჯაროების შემდეგ, საგამოძიებო უწყება საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას არ აწვდის. 

ოპოზიციის ნაწილს კი აქვს განცდა, რომ "ეს ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია".  მაგალითად, ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებას კითხვით მიმართავს და ამბობს, რომ კეზერაშვილის ბრალეულობის საკითხი საინტერესო არ უნდა იყოს.

„მე ნაკლებად მჯერა, რომ კეზერაშვილი დალაგებულია ივანიშვილთან და აქ რაღაცა ბიზნესები აქვს გინდაც ქოლცენტრი, გინდაც ნებისმიერი რაღაც იყოს. მათ შორის ეს ინფორმაცია ახალი არ არის, ადრეც გავრცელდა და მგონია,  მანდ რომ რამე ხელჩასაჭიდი ყოფილიყო აქამდე შსს და პროკურატურა გამოიძიებდა კიდევაც და  საქმეებს გააგზავნიდა ლონდონში“ - აცხადებს "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

"სტრატეგია აღმაშენებელში" კი მიაჩნიათ, რომ თუ საქართველოში უკანონო საქმიანობა ხდებოდა, წარმოუდგენელია ეს ქართველი ძალოვანების გვერდის ავლით მომხდარიყო: 

„თუ საქართველოს ტერიტორიაზე ხდებოდა ამ სქემების მათ შორის, ამ სქემების განხორციელება მაშინ წარმოუდგენელია ამაში ძალოვანი სტრუქტურები არ ყოფილიყვნენ საქართველოში ჩართული იმიტომ, რომ ჩვენ ლაპარაკს გვისმენენ და ოჯახში ვის რას ვეუბნებით ამას იწერენ და კრეპსებში აქვეყნებენ და ერთმანეთ უგზავნიან და ახლა ასობით, ათასობით ადამიანი ამ სქემაში ჩართული იყო და უშიშროების სამსახურებმა, სუსმა არაფერი იცოდა? ეს ხომ წარმოუდგენელია“ - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.