ხუციშვილმა რა თქვა, ჩაის ხარისხზე ვილაპარაკეთო? - ვოლსკი, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე
"ოცნება" ამტკიცებს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრსა და ამერიკის სანქციების კოორდინაციის ჯგუფის ხელმძღვანელს შორის, ვაშინგტონში, დახურულ კარს მიღმა სანქციების გვერდის ავლის ხელშემწყობაზე საუბარი არ ყოფილა.
გია ვოლსკი ამბობს, რომ ამაზე ორ მხარეს არც კი ულაპარაკია და კელი დეგნანის ნათქვამზე მეტად მნიშვნელოვანია, თუ რას ამბობს თავად ამ შეხვედრის მონაწილე მინისტრი ლაშა ხუციშვილი.
„არანაირი საფუძველი იმისა, რომ საქართველოს მიერ საქართველო მოვიხსენიოთ, როგორც სანქციების გვერდის ავლის ხელშემწყობი მხარე არ არსებობს, პირიქით ამაზე არც ულაპარაკია საერთოდ. ილაპარაკა იმაზე, რომ საქართველო მყარად დგას იმ პოზიციაზე რასაც ჰქვია სანქციების დაწესების რეჟიმის დაცვა. დეგნანი ამბობს, კი ბატონო და ხუციშვილმა რა თქვა, რომ არა არ გვქონია მაგაზე ლაპარაკი, ჩაის ხარისხზე ვილაპარაკეთო, თუ რა თქვა, რა უნდა ეთქვა ახლა. ფინანსთა მინისტრი გამოვიდა და თქვა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს თემები განხილულია ამერიკულ მხარესთან ერთად“ - გია ვოსლკი.
ეხმარება თუ არა საქართველო რუსეთს სანქციებისგან გვერდის ავლაში? - ეს კითხვა დაუსვეს ამერიკაში ჩასულ საქართველოს ფინანსთა მინისტრს. ლაშა ხუციშვილის სანქციების კოორდინაციის ჯგუფის ხელმძღვანელს ვაშინგტონში დახურულ კარს მიღმა შეხვდა. ეს ინფორმაცია დღეს ამერიკის ელჩმა დაადასტურა.