"პირველების" ინფორმაციით, ,,ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შედის
,,ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შედის - "პირველების" ინფორმაციით, გუნდის შიგნით ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ,,ენმ"-ს წევრთა მცირე ნაწილი უარზეა, პარტია საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთოს და ბოიკოტი შეცვალოს.
რამდენიმე წუთის წინ განცხადება გააკეთა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმაც. მისი აზრით, ,,ენმ" პარლამენტში უნდა შევიდეს და ბოიკოტს აზრი აღარ აქვს.