"ნიკა მელიას დაჯგუფების თავდასხმა ხაბეიშვილზე, მხოლოდ აძლიერებს რუსულ მთავრობას" - დაპირისპირება ენმ-ში

15.04.23 12:14
"ნიკა მელიას დაჯგუფების თავდასხმა ხაბეიშვილზე, მხოლოდ აძლიერებს რუსულ მთავრობას" - დაპირისპირება ენმ-ში

ენმ-ს წევრი ლაშა ფარულავა ამბობს, რომ მელიას დაჯგუფება ვერ გამოვიდა შიდა პარტიული არჩევნების მოდუსიდან და მათი თავდასმა ლევან ხაბეიშვილზე მხოლოდ რუსულ "ოცნებას" აძლიერებს.

ფარულვა ამბობს, რომ ნიკა მელიას თუ უნდა, შეუძლია საკუთარი პარტია შექმნას.

სამწუხაროდ, ნიკა მელიას დაჯგუფება ვერ გამოვიდა შიდა პარტიული არჩევნების მოდუსიდან. მათი მხრიდან თავდასხმა პარტიაზე, თავდასხმა თავმჯდომარეზე, მხოლოდ აძლიერებს რუსული მთავრობის პროპაგანდას ჩვენს წინააღმდეგ, რაც დამაზიანებელი და შემაფერხებელია ეროვნული ამოცანის შესრულების თვალსაზირისით. ყველას აქვს უფლება შექმნას საკუთარი პოლიტიკური პარტია, ნიკა მელიას ჰყავს ან აქვს პარტია ან უნდა, რომ შექმნას? შექმნას. მისი უფლებაა". - ამბობს ლაშა ფარულავა.

ახალი დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში". ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას სეპარატიზმის მცდელობაში ადანაშუალებს. ოპოზიციური პარტიის სახელით ოფიციალური განცხადება "ტვ პირველის" ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ გაავრცელეს. ამბავი იმის შესახებ, რომ მელია საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად სამუშაო სივრცეს იქმნის, ხაბეიშვილის თანამოაზრეებისთვის გაუგონარი აღმოჩნდა. ამიტომ, ყოფილ თავმჯომარეს, მოქმედმა ფაქტობრივად პარტიის დატოვება ურჩია.  

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე მის თანაგუნდელებთან ერთად  სამუშაოდ სარაჯიშვილის ქუჩაზე გადადავიდა.