საღდგომო ლიტურგიას "ოცნების" ლიდერები დაესწრნენ - სამებაში არ გამოჩნდა პრეზიდენტი
სააღდგომო ლიტურგიას სამების საკათრედრო ტაძარში "ქართული ოცნების" ლიდერები ესწრებოდნენ. სამებაში მივიდნენ ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე და კახი კალაძე, თუმცა მთავრობის წევრების გვერდით პრეზიდენტი არ დადგა.
სამებაში სალომე ზურაბიშვილი არ დაუნახავთ. ევროპარლამენტში ჩაშილილი ვიზიტის შემდეგ "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პრეზიდენტისთვის ხელი არავის შეუშლია შესაბამისად, მათთვის გაუგებარია, რა მოხდა რეალურად.
შემოვიდა წერილი პრემიერის ადმინისტრაციაში. მეორე დღესვე იქნა თანხმობა წერილობით, იყო თანხმობა ასევე მიწერილი საქართველოს პრეზენტისთვის, შესაბამისად, დრო აღნიშნულ პლატფორმაზე მონაწილეობისთის იყო საკმარისზე მეტი და გარწმუნებთ, რომ საქართელოს მთავრობა არ არის განწყობილი, მითუმეტეს გამიზნულად, რომ პრეზიდენტს შეუშალოს ხელი მის გეგმებში, - ამბობს მმართველი გუნდის წევრი ბექა ოდიშარია.