თუ ვინმეს არ უნდა უხაროდეს ჩვენი პარლამენტში შესვლა, ეს ბატონი კობახიძეა - ნიკა მელია
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, "უკეთესიც იქნება, თუ ,,ენმ" პარლამენტში არ შემოვა".
მელია ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" საზოგადოებისთვის სათქმელი არაფერი დარჩა და მხოლოდ ,,ენმ"-ზეა კონცენტრირებული:
შეიძლება, გაუმართლოს ირაკლი კობახიძეს და ეს განცხადება, რომელიც მან გააკეთა, დაკმაყოფილდეს. დაგველოდოს, ბატონი ირაკლი, ვიქნებით თუ არა პარლამენტში. ვინმეს თუ არაფერი არ უნდა უხაროდეს, ბატონი კობახიძეა, რადგან მორალური, პოლიტიკური უპირატესობა და ბევრი სხვა უპირატესობა უკვე მოპოვებული გვაქვს იმ ძალაზე, რომელსაც მიტაცებული აქვს მართვის სადავეები. მესმის მათი მღელვარების, მესმის მათი დარდის. უბრალოდ, აღარ შერჩათ რესურსი, 24 საათი საუბრობენ ჩემზე, რომ კრიმინალი ვარ, ან იმაზე, რა საზიზღრები ვართ ოპოზიციაში. არცერთი სიტყვა კრიზისზე და მის დაძლევაზე არ თქმულა" - აღნიშნა მელიამ.