"ძალიან მძიმე სანახავია" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის შესახებ
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ამის შესახებ "ვივა-მედიდან" გამოსული გიული ალასანია ადასტურებს.
მესამე პრეზიდენტის დედა ამბობს, რომ სააკაშვილს წნევები და სიცხეები ისევ აქვს.
რაღაცა ჯგუფი ადამიანების იყო მოსული აქ და მიულოცეს ქვევიდან. რა თქმა უნდა, ესიამოვნა. რავიცი, რარაცის მოლოდინში ვართ და ვნახოთ. იქნებ რარაცა გადაწყდეს დადებითად ეს ჩვენი თხოვნა, რომელიც შეტანილია სტრასბურგში. ჯანმრთელობის მდგომარეობა... მე არ ვეკიტხები ხოლმე, ისე იგივე მგომარეობაა, სიცხეები, წნევები, ეს ყველაფერი გრძელდება. წონა, განსაკუთრებით რომ წამოიწევა ხოლმე, ძალიან მძიმე შტაბეჭდილებას ტოვებს. ისე, ვიზულაურად რომ შეხედავთ, ძალიან მძიმე სანახავია. რომ ვუთხარი, იქნებ მეტი იმოძრავო-თქო, არ მაქვს ძალაო. ძირითადად სულ წამოწოლილია, - ამბობს გიული ალასანია.