"ოჯახის წევრები ვერ დაიტირეს" - სააღდგომოდ ენგურის ხიდზე სპეციალური რეჟიმი მოქმედებეს

16.04.23 15:21
"ოჯახის წევრები ვერ დაიტირეს" - სააღდგომოდ ენგურის ხიდზე სპეციალური რეჟიმი მოქმედებეს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ენგურის ხიდზე სპეციალური რეჟიმი მოქმედებს. გადაადგილება გართულებულია. საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის არის ნებადართული. 

ზუგდიდში ახლობლების მოსანახულებლად გადასვლის უფლებას რუსი ე.წ მესაზღვრეები საქართველოს ყველა მოქალაქეს არ აძლევენ.  საბუთის გარეშე ვერცერთი მოქალაქე ვერც ოკუპირებულ გალში შევა.  

ძალიან ბევრია, ვერ ახერხებს, ვერ... საფლავზე ტირიან და ისე არიან აქ... მე ენგურზე ვმუშაობ და გადასვლა არ იჭირს, მაგრამ სხვებ, უჭირთ, რა თქმა უნდა, - ამბობს ადგილობრივი.