"კრახი განიცადეს და განტევების ვაცს ეძებენ" - ნიკა მელიას ფლანგი ენმ-ს ახალ მენეჯმენტზე

16.04.23 15:37
"კრახი განიცადეს და განტევების ვაცს ეძებენ"  - ნიკა მელიას ფლანგი ენმ-ს ახალ მენეჯმენტზე

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება  გრძელდება.  ნიკა მელიას ფლანგს დღეს ხაბეიშვილის მომხრეებისთვის იმის მტკიცება უწევდა, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელი ბოროტად არასდროს გამოუყენებიათ.

პირველი და ერთ-ერთი, ალბათ ყევლაზე დიდი განსხვავება ის არის, რომ არასდროს სპეკულირება არ გამიკეთებია მიხეილ სააკაშვილის სახელით. ანუ მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იყო უკვე ხელისუფლებაში, მაშიან, როდესაც ზოგ-ზგიერთი გარბოდა ქვეყნიდან და „ქართულ ოცნებასთან“ ლაგდებოდა, მაგ პერიოდში მივედით მე და ჩემი მეგორები „ნაციონალურ მოძრაობაში“.იმდენი პრობლემა შეექმნა თითოეულ ამ ადამიანს, დაუნახავობაა დღეს რომ კარს უკეტავენა სეთ ადამიანებს, - ამბობს ბაჩო დოლიძე.

ოპოზიციური პარტიის მენეჯმენტს ყოფილი თავმჯდომარის მომხრეეები ურჩევენ, საქმეზე კონცენტრირდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი დაპირებები ცრუ დაპირებებად დარჩება.

მოვიდნენ ცრუ დაპირებებით, ფაქტობრივად. ამ ხალხი მთავარი დაპირება რა იყო? რომ მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოხსნიდნენ, უწყვეტი საპროტესტო აქციები იქნებოდა და გაიხსნებოდა 50 ახალი ოფისი. სამივე მიმართულებაში მათ კრახი განიცადეს, ძლაიან სამწუხაროდ. ამ დროს ისინი ეზებენ განტევების ვაცებს, ეძებენ რაღაცა მიზეზებს, რომ იქნებ თავიანთი ეს წარუმატებლობა, რომელიც იმთავითვე იგრძნობოდა, რომ წარუმატებელი დაპირებები იყო, ვიღაცეებს გადაააბრალონ, - ამბობს მირდატ ქამადაძე. 

ხაბეიშვილსა და მელიას თანამოაზრეებს შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ ენმ-ს ყოფილ თავმჯდომარეს ქალაქის ცენტრში ოფისი აქვს აღებული.