განუკითხაობა თბილისის მერიაში - აუდიტის სამსახურმა დარღვევები იპოვა
სრული განუკითხაობა თბილისის მერიაში. დარღვევები აუდიტის სამსახურმა იპოვა. შემოწმების შედეგადდ დადგინდა, რომ კალაძეს დაქვემდებარებული სამსახურები ინფორმაციას ერთმანეთს უმალავენ. აღურიცხავია ფული და ქონება.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში წერია, რომ მერია გაქირავებული ფართებიდან ფულს ვერ იღებს. ჯარიმების შესახებ ინფორმაციას საფინანსო სამსახურს არ აწვდიან. ქონების მართვის სამსახური კი გაყიდული ობიექტების შესახებ არ საუბრობს.
ოპოზიცია კორუფციულ რისკებზე საუბრობს.
"აუდიტის სამსახურის დასკვნით, თბილისის მერიის სტურქტურა ვერ მუშაობს. სტრუქტურები ერთმანეთს არ აწვდიან ინფორმაციებს. მაგალითად, ქონების მართვის სააგენტო მერიის ფინანსურ სამსახურს არ აწვდნის ინფორმაციას, ასევე თბილისის მუნიციპალური ინსპექცია, რომელსაც აქვს გადაუხდელი ჯარიმები, რომელიც არ არის აღრიცხული, რაც კორუფციულ რისკებს აჩენს. არ არის აღრიცხული ასევე პირგასამტეხლოები, მილიონ ნახევარზე მეტი ლარი არის აღურიცხავი". - ამბობს ბესო დონაძე.