სააკაშვილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში - რა იმედები აქვს დაპატიმრებულ პრეზიდენტს

17.04.23 11:24
სააკაშვილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში - რა იმედები აქვს დაპატიმრებულ პრეზიდენტს

მიხეილ სააკაშვილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში. სტრასბურგმა ნებისმიერ მომენტში შესაძლოა, გადაუდებელი ზომა აამოქმედოს. არ არის გამორიცხული, ამ კვირას გავიგოთ, დაიწყო თუ არა ევროსასამართლომ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებები, რომ მესამე პრეზიდენტი მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ უცხოეთში გაუშვას. 

დაპატიმრებული პაციენტის დედა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს იმედი, რომ ევროსასამართლო 39-ე  მუხლს აამოქმედებს და გადაუდებელი ზომის მიხედვით მოუწევს "ოცნების" ხელისუფლებას, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაუშვებს.

ალასანიამ გაიხსენა ნავალნის საქმე და აღნიშნა, რომ ევროსასამართლოს მაშინ 3 კვირა დასჭირდა, რომ ნავალნის საჩივარზე პასუხი გაეცა.

იქ მითითებულია, გონივრულ ვადაში, მაგრამ რომელია ეს გონივრული ვადა, არ ვიცი. ნავალნის შემთხვევაში 3 კვირა დასჭირდათ. ჩვენს შემთხვევაში არ ვიცი, როგორ იქნება. ადამიანი ჩონჩხად გადაიქცა, რომ ხდება, ეს ხერხემალი სრულიად გადაღუნულია, 100 წლის ადამიანივით, ძლივს მიჩოჩავს დაყრდნობილი. საკვებს იღებს, მაგრამ ვერ იწოვს ორგანიზმი". - ამბობს გიული ალასანია.