კიდევ, ასობით მილიონზეა საუბარი - თავდაცვის მინისტრის სკანდალური განცხადება და მორიგი ბრალდება კეზერაშვილს

17.04.23 12:19
კიდევ, ასობით მილიონზეა საუბარი - თავდაცვის მინისტრის სკანდალური განცხადება და მორიგი ბრალდება კეზერაშვილს

დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქართველომ მთავრობამ, შესაძლოა, ახალი გამოძება დაიწყოს - თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ჟურნალისტებთან სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ 5 მილიონი არ არის მხოლოდ ის თანხა, რომელიც თავდაცვის ყოფილმა მინისტრა დავით კეზერაშვილმა მოპარა ჯარს. მინისტრის თქმით, საუბარია ასობით მილიონზე, თუმცა უწყებაში ჯერ ვერ ადგენენ  მიიღო თუ არა ნაყიდი სერვისი შეიარაღებულმა ძალებმა დავით კეზერაშვილის მინისტრობის დროს.

ამის მიუხედავად, ბურჭულაძე პირდაპირ ადებს ხელს თავდაცვის ყოფილ მინისტრს და ამბობს, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი დავით კეზერაშვილია.

5 მილიონი არ არის ის თანხა, რომლითაც გაძარცვეს სახელმწიფო ყოფილმა ხელისუფლებამ, ჩვენ გვაქვს ასობით მილიონი, დღემდე ვერ გამოვასწორეთ ფინანსური ანგარიშგება ჩვენი უწყების. ზუსტად ამ უპასუხისმგებლო და ძარცვის შედეგად მიყენებული ზიანის გამო. არის კიდევ ასობით მილიონი, რომელიც არის ჩამოკიდებული დებიტორულ დავალიანებად. ვცდილოთ მოვახდინოთ იდენტიფიცირება, რომელი იყო არაკომპეტენტურობით გამოწვეული და რომელი ყაჩაღობით. ეს, რა თქმა უნდა, კეზერაშვილის პასუხისმგებლობაა. ამას მე ბიუჯეტის ქურდობას ვერ დავარქმევ, ეს არის ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა". - ამბობს ბურჭულაძე.

ბურჭულაძე ასევე ეხმაურება BBC-ის სკანდალურ გამოძიებას და ამბობს, რომ ქართული მხარე ითანამშრომლებს დასავლელ საგამოძებო უწყებებთან, რათა მათ მტკიცებულებების მოპოვებაში დაეხმარონ.