თურქეთში საქართველოს საელჩო კონტაქტზეა სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მათ ოჯახებთან - საგარეო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სუდანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ თურქეთში საქართველოს საელჩო კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან.
„თურქეთში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. საელჩო მუშაობს ყველა მიმართულებით“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის შეტაკებები გრძელდება. როგორც საერთაშორისო მედია წერს, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 59 ადამიანი. 600-ზე მეტი დაშავებულია.