სამოქალაქო ომი სუდანში - რას წერენ "პირველებს" ადგილზე ჩარჩენილი ქართველები

17.04.23 12:36
სამოქალაქო ომი სუდანში - რას წერენ "პირველებს" ადგილზე ჩარჩენილი ქართველები

სამოქალაქო ომი სუდანში -  "პირველებს" ადგილზე ჩარჩენილი ქართველები წერენ, რომ მათი გამოყვანა ვერ ხერხდება, უთავდებათ ქყალიც და საჭმელიც და შველას ითხოვენ.

როგორც იცით სუდანში დაახლოებით 3 დღის წინ დაიწყო სამოქალაქო ომი, იმყოფებიან ქართველები, დაახლოებით 50 ადამიანი, რომელთა გამოყვანაც არ ხდება, წყალიც უთავდებათ და საჭმელიც. გუშინ იყო 3 საათიანი კოლიდორი და არავის უცდია გამოყვანა, დღედ იმათი დროით 16 საათზეა და ახლაც არაფერი ისმის. გთხოვთ გააშუქოთ და ყველას მიაწვდინოთ ხმა, იქნებ დაგვეხმარონ. გთხოვ დაიცვათ ჩემი კონფიდენციალობა, მადლობა". - გვწერს ემიგრანტი ქართველი.

სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის შეტაკებები გრძელდება. როგორც საერთაშორისო მედია წერს, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 59 ადამიანი. 600-ზე მეტი დაშავებულია.