არცერთი თეთრი მერიისგან - რუსეთში გამდიდრებულმა ბიზნესმენმა გორელებს სააღდგომოდ რუსული პროდუქცია დაურიგა

17.04.23 12:50
არცერთი თეთრი მერიისგან - რუსეთში გამდიდრებულმა ბიზნესმენმა გორელებს სააღდგომოდ რუსული პროდუქცია დაურიგა

გორის მერიამ სოციალურად დაუცველები სააღდგომო ნობათის გარეშე დატოვა. როგორც ცნობილია, უწყებამ ბიზნესმენებს დაავალა სოციალურად დაუცველებისთვის ნობათი შეეძინათ, მერიის ბიუჯეტიდან კი  ერთი თეთრიც ვერ გაიმეტა.

აღსანიშნავია, რომ შიდა ქართში, გორი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთი კაპიკიც არ დახარჯულა სოციალურად დაუცლებისზე.

ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელმაც ამ ქველმოქმედებაში მიიღო მონაწილეობა, არის ვახტანგ კარიჭააშვილი, რომელიც ცნობილია მისი კავშირებით ბიძინა ივანიშვილთან და რუსეთთან. მას 2012 წლამდე რუსეთში ჰქონდა ბიზნესები. დღესაც მის კომპანიას ოფისები მოსკოვში აქვს. 

რუსეთში გამდიდრებულმა ბიზნესმენმა გორელებს სააღდგომოდ რუსული პროდუქცია დაურიგა. 

"ბიზნესმენმა კარიჭაშვილმა გორში სოციალურად დაუცველებს რუსული პროდუქცია დაურიგა. როგორც ვიცით, მას რუსეთშ აქვს ბიზნესი. ვფიქრობთ, რომ კარიჭასვილს საპარლამენტო სიაში ვიხილავთ, ამიტომ გორის ამომრჩეველს წინასწარ აჩვენებენ და აჩევენ". - ამბობენ გორში.