კეზერაშვილის წინააღმდეგ "ოცნებამ" შესაძლოა, ახალი საქმე აღძრას - რას ამბობს ხაბეიშვილი

17.04.23 13:12
კეზერაშვილის წინააღმდეგ "ოცნებამ" შესაძლოა, ახალი საქმე აღძრას - რას ამბობს ხაბეიშვილი

ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ გამოძების დაწყებას არ გამორიცხავს, რადგან, მისი თქმით ივანიშვილის მიზანი კეზერაშვილის განეიტრალებაა.

ეს არის გამოძიების საგანი, როგორ მოხვდა პლასტიკური ბარათების დამზადებელი კაცი პირდაპირ თავდაცვის მინისტრად. როცა, ოლიგარქიულ რუსულ მმართველობაზე ვსაუბრობთ, ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორია ოლიგარქიული მმართველობა. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ იცის, რომ რაგატკებით იყვნენ, მაშნდელ თავდაცვის მინისტრს, თევზაძეს ვციტირებ და ეგ რაგატკებიც არ ჰქონდათ.  მას შემდეგ საქართველოს თავდაცვის უნარიანობა არა თუ გაიზარდა, ევროპული სტანდარტის იყო. არ მიკვირს, რომ იმ ადამიანების წინააღმდეგ იწყება ხოლმე გამოძიება, რომელიც არ მოსწონს რუს ოლიგარქს ( ივანიშვილს).

თუ რომელიმე ქვეყანაში რომელიმე საქმის წარმოება დაიწყება, კეზერაშვილი ამას აუცილებლად გასცემს პასუხს. იმ სქემაში ნახსენები ადამიანები საქართველოში დღეს არიან ქართული ოცნების ბიზნესმოკავშირეეები, სამეწარმეო საქმიანობასაც ეწევიანდ ა საქართველოშიც გადაადგილდებიან. ესენი არიან მგელაძე და იგივე ბენიამინი". - ამბობს ხაბეიშვილი.

დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქართველომ მთავრობამ, შესაძლოა, ახალი გამოძება დაიწყოს - თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ჟურნალისტებთან სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ 5 მილიონი არ არის მხოლოდ ის თანხა, რომელიც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა მოპარა ჯარს და კიდევ არის ასობით მილიონი, რომლის გაძარცვაშიც მინისტრი ფაქტობრივად ბრალს კეზერაშვილს და ყოფილ ხელისუფლებას სდებს.