თავდაცვაში ყველა ქალღალდი გადაატრიალეს, ვერაფერი ნახეს - შაშკინი მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას გამორიცხავს

17.04.23 13:23
თავდაცვაში ყველა ქალღალდი გადაატრიალეს, ვერაფერი ნახეს - შაშკინი მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას გამორიცხავს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი მის წინააღმდეგ გამოძიების შესაძლო დაწყებას გამორიცხავს.

შაშკინი ამბობს, რომ 10 წლის განმავლობაში "ოცნებამ" ვერცერთი დარღვევა ვერ იპოვა და ახლა შეიარაღებული ძალების პოლიტიკაში შეთრევის მცდელობას სირცხვილს უწოდებს.

"ოცნება" უკვე 10 წელზე მეტია ხელისუფლებაში. გადაატრიალეს ყველა ქალღალდი, აწიეს ყველა ქვა თავდაცვის სამინისტროში, რომ ენახათ იქ რამე ხომ არ იმალება. ყველაფერი აქვთ შესწავლილი, ვერაფერი ვერ ნახეს, იმიტომ, რომ შეუძლებელია რამე ნახო, თუ ის არ არსებობს, შეიარაღებულ ძალებს ხელი არ ახლონ, სირცხვილია. პოლიტიკაში შეთრევა თავდაცვის სამინისტროსი და შეიარაღებული ძალის, არის სირცხვილი". - ამბობს დიმიტრი შაშკინი. 

დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქართველომ მთავრობამ, შესაძლოა, ახალი გამოძება დაიწყოს - თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ჟურნალისტებთან სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ 5 მილიონი არ არის მხოლოდ ის თანხა, რომელიც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა მოპარა ჯარს და კიდევ არის ასობით მილიონი, რომლის გაძარცვაშიც მინისტრი ფაქტობრივად ბრალს კეზერაშვილს და ყოფილ ხელისუფლებას სდებს.