ნიკა მელია სეპარატისტის განმარტებას არ აკმაყოფილებს - თემურ ჯანაშია
ნიკა მელია სეპარატისტის განმარტებას არ აკმაყოფილებს - ასე პასუხობს ენმ-ს წევრი თემურ ჯანაშია "პირველების" მეირ დასმულ კითხვას, არის თუ არა ნიკა მელია სეპარატისტი.
თემურ ჯანაშია იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოს პატრიოტობას დაპირისპირება ოპოზიციურ ფლანგში რ სჭირდება.
მე ვთვლი, რომ საქართველოს პატრიოტობას დაპირისპირება არ სჭირდება, მითუმეტეს ოპოზიციურ ფლანგში, რაც შეეხება სეპარატისტებს, ამ ტერმინის ზუსტი განმარტება ვიცი და ნიკა მელია არ აკმაყოფილებს ამას. ენმ-ს განცხადება არ წამიკითხავს". - ამბობს თემურ ჯანაშია.
განცხადებაში, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ შაბათს გაავრცელა, წერია, რომ ის, რასაც მელია და მისი მხარდამჭერები აკეთებენ, სეპარატიზიმია.