განუკითხაობა თბილისის მერიაში - საკრებულოს ოპოზიცია ანტიკორუფციული საბჭოს შექმნას ითხოვს
აუდიტის სამსახურის ხმაურიანი დასკვნის შემდეგ საკრებულოს ოპოზიცია ანტიკორუფციული საბჭოს შექმნას ითხოვს. კახა კალაძის პოლიტიკური ოპონენტები ამტკიცებენ, რომ თბილისის მერია და მისი სტრუქტურები ვერ მუშაობს. ეს დაადასტურა აუდიტის შემოწმებაც.
სამსახურები ერთმანეთში ინფორმაციას არ ცვლიან და უწყებიდან-უწყებაში დაკარგულია ამ ქონების აღრიცხვა და ზუსტად რამდენია და როგორ არის, არავინ იცის. ეს ნიშნავს, რომ მერიაში სრული "ბარდაგია". სისხლში აქვთ გამჯდარი თბილისელების თანხების მოპარვა, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის, რომ კორუმპირებული ხალხი რაც შეიძლება მალე მოშორდეს სახელმწიფო უწყებებს".- ამბობს ირაკლი ნადირაძე.
სრული განუკითხაობა თბილისის მერიაში. დარღვევები აუდიტის სამსახურმა იპოვა. შემოწმების შედეგადდ დადგინდა, რომ კალაძეს დაქვემდებარებული სამსახურები ინფორმაციას ერთმანეთს უმალავენ. აღურიცხავია ფული და ქონება.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში წერია, რომ მერია გაქირავებული ფართებიდან ფულს ვერ იღებს. ჯარიმების შესახებ ინფორმაციას საფინანსო სამსახურს არ აწვდიან. ქონების მართვის სამსახური კი გაყიდული ობიექტების შესახებ არ საუბრობს.