ენმ-ს წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალულ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს
ენმ-ს წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალულ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს.
პარტიის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ და საფლავები ყვავილებით შეამკეს.
"სხვანაირად წარმოუდგენელია, წარმოუდგენელია დღეს აქ არ ვყოფილიყავი, იმ ძმათა სასაფლაოზე, სადაც გმირი ბიჭები ასვენია, გმირი ბიჭები, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შესწირეს თავი. ჩემი საქმიანობა, ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ იყოს გამთლიანებული, ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს", - თქვა პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა.