დადგება თუ არა ხაბეიშვილის ლეგიტიმაციის საკითხი? - არ არის გამორიცხული, "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე გადააყენონ

17.04.23 15:05
დადგება თუ არა ხაბეიშვილის ლეგიტიმაციის საკითხი?  - არ არის გამორიცხული, "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე გადააყენონ

დადგება თუ არა ლევან ხაბეიშვილის ლეგიტიმაციის საკითხი? - არ არის გამორიცხული, "ნაცმოძრაობის" არჩეული თავმჯდომარე გადააყენონ, რადგან მთავარი საარჩევნო დაპირების შესრულება ვერ მოახერხა.

საუბარია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე. ეს განცხადება "პირველებთან" ბაჩო  დოლიძემ გააკეთა. 

პირდაპირ იყო დაპირება, რომ უმოკლეს ხანში, ყველანაირი მეთოდით, მათ შორის ძალისმიერით, კანს დავარღვევთ, ამას ვიზამთ, სადღეგრძელოები ბევრი ვისმინეთ. შესაბამისად, ჩვენი ამომრჩევლების ნაწილმა ჩათვალა, რომ ეს ადამიანები გაათავისუფლებდნენ მიხეილ სააკაშვილს. რომ დაინახავენ, რომ ეს ყველაფერი იყო მხოლოდ ლოზუნგები დ ა სადღეგრძელოები, თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ამ საკითხს არ მიუბრუნდებიან, ძალიან ცდება. ამიტომაც, ხშირად რომ აჟღერებენ მაღალი ლეგიტიმაციაო, ამ მესიჯბოქსში მე ცოტა ფთხილად ვიქნებოდი". - თქვა დოლიძემ.

დოლიძე ასევე პასუხობს ირაკლი ნადირაძესაც, რომელმაც მეკიას გუნდი ცოტა ხნის წინ, სუს-ის თანამშრომლებს შეადარა.

ძალიან ბინძური ბრალდებაა, ენა არ მომიტრიალდება, მაშინ ალბათ უნდა დავაკონკრეტებინოთ, ვის გულისხმობს, რომელ ადამიანში ეპარება ეჭვი. უნდა თქვას, რომ ეს ადამიანი შემჩნეულია სუს-თან თანამშრომლობაში. შტატიანია თუ უშტატო ამას მერე გავარკვევთ კიდე ბევრზე". - ამბობს დოლიძე