სუს-ის შტატიან თანამშრომლებს ჰგვანან - ირაკლი ნადირაძე ნიკა მელიას ფლანგზე

17.04.23 14:59
სუს-ის შტატიან თანამშრომლებს ჰგვანან - ირაკლი ნადირაძე ნიკა მელიას ფლანგზე

ირაკლი ნადირაძე ნიკა მელიას ფლანგს სუს-ის შტატიან თანამშრომლებს ადარებს.

ლევან ხაბეიშვილის ფლანგის წევრი ამბობს, რომ ყოფილი თავმჯდომარის გუნდის განცხადებები სუს-ის განცხადებების მსგავსია.

ნადირაძე "თანაგუნდელებს" ურჩევს ოფისში მივიდნენ და თუ მუშაობა უნდათ იმუშაონ, აქვე ჰპირდება რომ მათ სამიზნეების გასწორებაში დაეხმარება.

ძალიან დიდი აჟიოტაჟია ატეხილი ამ 100 კვადრატულ ოფისზე. თუ მუშაობა უნდოდათ 100 კი არა 1000 კვადრატულიანი ოფისი ჰქონდათ, თანამდებობები ჰქონდათ და მაშინ ეკეთებინათ, თუ რამის კეთება უნდოდათ. პარტიის სახელით, რომ პარტია ლანძღო, ეს სუს-ის შტატიანი თანამშრომლების განცხადებას უფრო ჰგავს. სამწუხაროდ, ზოგიერთი თანამშრომლის მოქმედება სუს-ის შტატიანი თანამშრომლის მოქმედებას ჰგავს, რაც ძალიან სამწუხაროა. თუ ვინმეს მუშაობა უნდა, ოფისის კარი ყველასთვის ღიაა. მივეხმარებით, დავალებებს მივცემთ, სამიზნეებს გავასწორებინებთ და ბიძინას და ოცნების წინააღმდეგ როგორ იმუშაონ, ვასწავლით". - ამბობს ირაკლი ნადირაძე.