ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ხელისუფლებას გამოძიების ჩატარება არ სურს, რადგან კვალი "ოცნებამდე" მივა - სამადაშვილი

17.04.23 15:33
ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ხელისუფლებას გამოძიების ჩატარება არ სურს, რადგან კვალი "ოცნებამდე" მივა - სამადაშვილი

ოპოზიციას აინტერსებს, რას აკეთებდა "ქართული ოცნება" ათი წელი, თუ ჰქონდათ მტკიცებულებები დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ?  

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ დავით კეზერაშვილი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ "ბიბისის" ჟურნალისტურ გამოძიებაზე სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ იმის გამო არ აღძრეს, რომ ამ თაღლითურ სქემაში ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც ფიგურირებენ.

"იმის ნაცვლად, რომ ქოლ-ცენტრების საქმეზე დაფიქსირდეს მზაობა, რომ მიიღონ მონაწილეობა გამოძიებაში, როგორც ჩანს, სხვა გზით აპირებენ კეზერაშვილის წინააღმდეგ დევნის გაგრძელებას. ეს ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ არანაირი ქოლ-ცენტრების ოპერირება ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების მფარველობის გარეშე შესაძლებელი არ იყო. ამიტომ, ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით რეალური გამოძიების ჩატარება "ოცნებას" არ აწყობს, რადგან კვალი აუცილებლად მივა მმართველი გუნდის წარმომადგენლებთა". - ამბობს სალომე სამადაშვილი.

დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქართველომ მთავრობამ, შესაძლოა, ახალი გამოძება დაიწყოს - თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ჟურნალისტებთან სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ 5 მილიონი არ არის მხოლოდ ის თანხა, რომელიც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა მოპარა ჯარს და კიდევ არის ასობით მილიონი, რომლის გაძარცვაშიც მინისტრი ფაქტობრივად ბრალს კეზერაშვილს და ყოფილ ხელისუფლებას სდებს.

მსგავსი სიახლეები