ხაბეიშვილი და წითლიძე რომ არ წასულიყვნენ მივლინებაში, დამთვარდებოდა კლანიო, აი, ხვალ დავამთავროთ - ხაბეიშვილი
სრული მობილიზაცია საპარლამენტო ოპოზიციაში. სესიამდე ერთი დღე რჩება. ხვალ გადაწყდება,
დაიწყებს თუ არა საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას საგამოძიებო კომისია, რომელმაც ამერიკის მიიერ სანქცირებული მოსამართლების და სასამართლო კლანის საქმიანობა უნდა შეისწავლოს.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ის და ანი წითლიძე აუცილებლად იქნებიან ხვალ პარლამენტში, რათა კლანი დაამთავრონ.
ამბოდნენ, რომ ლევან ხაბეიშვილი რომ არ წასულიყო და ანი წწითლიძე რომ არ წასულიყო, იმ მივლინებაში, ორი კვირის წინ რომ იყო, დამთვარდებოდა კლანი. აი, ხვალ დავამთავროთ კლანი.
არ არსებობს ინიციატივა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იქნება მიმართული და მხარი არ დავუჭირო, ეგეთი ბუნებაში არ არსებობს. მე და ანი წითლიძე ხვალ აუცილებლად ვიქნებით პარლამენტში". - ამბობს ხაბეიშვილი
კომისია რომ შეიქმნას მინიმუმ 50 ოპოზიციონერი დეპუტატი უნდა იყოს დარბაზში.