"ყველა გაფრთხილებულია, ხვალ ვნახავთ, ვინ დაესწრება" - სრული მობილიზაცია საპარლამენტო ოპოზიციაში
სრული მობილიზაცია საპარლამენტო ოპოზიციაში - "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ კლანის დანაშაულებებზე საგამოძიებო საქმინობაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის დეტალები ოპიზიციასთან შეთანხმებულია და ყველა ოპოზიციონერი გაფრთხილებულია.
ყველა ოპოზიციური მანდატის დეპუტატი გაფრთხილებულია, რომ ხვალ, სავარაუდო, გაიმართება კენჭისყრება და მათი დასწრება რომ აუცილებელია, ისინი ამ ინფორმაციას ფლობენ. დაესწრებიან თუ არა ისინი სხდომას, ეს ხვალ გამოჩნდება. მე ჩემი კოლეგების ნაცვლად პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, თუმცა შემიძლია დავადასტურო, რომ უკლებლივ ყველა გაფრთხილებულია". - ამბობს სამადაშვილი.
ხვალ გადაწყდება, დაიწყებს თუ არა საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას საგამოძიებო კომისია, რომელმაც ამერიკის მიიერ სანქცირებული მოსამართლების და სასამართლო კლანის საქმიანობა უნდა შეისწავლოს.
კომისია რომ შეიქმნას მინიმუმ 50 ოპოზიციონერი დეპუტატი უნდა იყოს დარბაზში.