რუსეთში გამოცხადებული სამხედრო მობილიზაცია - ქართული ოპოზიცია პრევენციული ღონისძიებების გატარებას ითხოვს
რუსეთში გამოცხადებული მასობრივი სამხედრო მობილიზაციის ფონზე ქართული ოპოზიცია პრევენციული ღონისძიებების გატარებას ითხოვს. ნომერ პირველი რეკომენდაცია სავიზო რეჟიმის გამკაცრებაა.
ოპოზიციას მიაჩნია, რომ ლარსიდან გადმოსულმა ყველა პირმა რუსეთის მკაცრი ფილტრაცია უნდა გაიროს, ეს საკითხი კი პირად კონტროლზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა აიყვანოს.
"მნიშვნელოვანია სავიზო რეჟიმის დაწესება რუსეთის მოქალაქეებისთვის, რადგან ჩვენი ქვეყანა ერთი უსაფრთხოების გარემოდა გამომდინარე არ არის მზად მიიღოს, მტრული სახელმწიფოს მოქალაქეების ამოდენა ნაკადი. მეორე მხრივ, გავლენა, რაც მათ ეკონომიკაზე აქვთ, ასევე საბინაო პოლიტიკა, ფიზიკურად რომ შეუძლებელია საცხოვრევბელი სახლების პოვნა, სტუდენტებს ექმენაბთ უზარმაზარი პრობლემები, ხდება არალეგალური ბიზნესის რეგისტრაცია და ვნახეთ ჩვენ, რომ დაახლოებით 4000-ზე მეტი რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა საქართველოში. სახელმწიფო კარგავს კონტროლს საკუტარ ქვეყანაზე". - ამბობს "ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძე.
პუტინმა ჯარში გაწვევის ახალი, უმკაცრესი სისტემა აამოქმედა. გეგმა ასეთია, 400 ათასი მამაკაცი უნდა გაიწვიონ რუსეთის ჯარში, ვინც უარს იტყვის, ციხეში წავა. მოქალაქეებს ახლა ელექტრონულად უგზავნიან ცნობას, რომ სამხედრო სამსახურში უნდა წავიდნენ. ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი ისევ გაქცევაზე ფიქრობს.