პრობლემა ოფისების გახსნაში არ არის, სხვაგან უნდა ვეძებოთ - ხაბეიშვილს, აჭარის რეგიონული ორგანიზაცია უპირისპირდება
არ შეიძლება ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგი მხოლოდ ოფისების გახსნაზე გადიოდეს - ლევან ხაბეიშვილს ამჯერად აჭარის რეგიონული ორგანიზაცია უპირისპირდება.
გიორგი კირთაძე ამბობს, რომ პრობლემა ოფისების გახსნაში არ არის და ის სხვაგან უნდა ვეძებოთ
მართლა ძაან უცნაურია, რა აჟიოტაჟი მოყვა რაღაც ოფისის გახსნას დედაქალაქში. ლევან ხაბეიშვილთან ერთად, როდესაც ის არ გახლდათ პარტიის თავმჯდომარე, იხსნებოდა ოფისები უშუალოდ ლევან ხაბეიშვილის ხელმძღვანელობით. მე პირადადაც ვმონაწილეობდი მასში, ერთადაც გავხსენით ერთ-ერთი ოფისი ბათუმში და ეს იყო საერთო შემადგენელი ნაწილი ოპოზიციური ბრძოლის. ეს არ უშლიდა ენმ-ს მუშაობას და რავიცი, ერთად ვიბრძოდით ჩვენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ახლა რატომ შეიქმნა ეს პრობლემა? მე მგონია, რომ პრობლემა სხვაგანაა, რა უნდა გავაკეთოთ, საერთოდ უნდა გავქრეთ? რას გვთავაზობს, რა გავაკეთოთ? ხო არ ჯობია, რომ პრობლემა მართლა იქ ვეძებოთ, სადაც არის? პრობლემა მე მგონია, რომ არის ის, როცა ფეისბუკითა და ტელევიზიით ვგებულობთ ენმ-ს მიერ დაანონსებულ აქციებს". - ამბობს გიორგი კირთაძე.