საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - ევროსასამართლო გადაწყვეტილებას ხუთშაბათს გამოაქვეყნებს
საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" ევროსამართლო გადაწყვეტილებას ხუთშაბათს გამოაქვეყნებს. განცხადებას ამის შესახებ ევროპული საბჭოს წარმომადგებელი ტატინა ბაევა ავრცელებს.
საქმე ეხება ე.წ. გამყოფ ხაზთან ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს. კერძოდ, საუბარია საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ქართველების წამებისა და მკვლელობის ფაქტებზე.
ძირფასო კოლეგებო, მინდა მივიქციო თქვენი ყურადღება ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს განცხადებაზე, რომ ხუთშაბათს, 2023 წლის 20 აპრილს, იქნება გამოტანილი გააწყვეტილება საქმეზე „საქართველოს რუსეთის წინააღდმდეგ“.
ეს საქართველოს რიგით მეოთხე საჩივარია „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ 2018 წლის აგვისტოში შემოიტანა.
მოცემული შემთხვევა ეხება თითქოსდა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით სიტუაციის გაუარესებას ადმინისტრაციულ ხაზთან, რომელიც საქართველოს, აფხაზეთს და ჩრდილოეთ ოსეთს ყოფს, რომლებიც ამ დროისათვის საქართველოს მიერ კონტროლირებადი არ არის.
შემდეგ მუხლებზე დაყრდნობით 2 ( სიცოცხლის უფლება), 3 (წამების, სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), 5 ( თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება), 8 ( პირადი და ოჯახურის ცხოვრების უფლების დაცვა), 13 ( ეფექტური სასამართლოს უფლება), 14 ( დისკრიმინაციის აკრძალვა), 18 ( უფლებების შეზღუდვის გამოყენების შეზღუდვა), მუხლები 1 ( საკუთრების უფლების დაცვა), 2 ( განათლების უფლება) პროტოკოლი N 1 და მუხლი 2 ( გადაადგილების თავისუფლება) პროტოკოლი 4, საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ა) რუსეთის განაგრძობს იმ ეთნიკური ქართველების ადმინისტრაციული თვალთვალის პრაქტიკას, უკანონო დაკავებას და დაპატიმრებას, თავდასხმას, წამებას, მკვლელობას და დაშინებას, რომლებიც ცდილობენ გადაკვეთონ ანდა ცხოვრობენ ადმინისტრაციულ საზღვართან, რომელიც ახლა ყოფს საქართველოს, აფხაზეთისა და ჩრდილო ოსეთის ტერიტორიებს. ბ) რუსეთი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონვენციებს ისევ არღვევს; გ) არჩილ ტატუნაშვილი - საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთში შესვლის მცდელობის გამო გაიტაცეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, აწამეს და მოკლეს ადამიანებმა, რომლებზე პასუხისგებლობა რუსეთს ეკისრება და დ) რუსეთმა კონვენციის შესაბამისად არ გამოძია მისი უკანონო დაკავება და მკვლელობა, ასევე არ გამოძია უკანონოდ დაკავებული და მოკლული დავით ბაშარულის და გიგა ოთხოზორიას საქმეები, - ნათქვამია დოკუმენტში.