საპროტეტსტო აქციების დასაშლელად "ოცნება" ჯარს ამზადებს? - რა ჩაიწერა თავდაცვის ახალ კოდექსში
საპროტესტო აქციების დასაშლელად "ქართული ოცნება" ჯარს ამზადებს? თავდაცვის კოდექსში უკვე ჩაწერილია, რომ სამხედრო პოლიციის თანამშრომელს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად უფლება აქვს გამოიყენოს პასიური და აქტიური სპეციალური საშუალებები. ანუ სამხედროებს ექნებათ ყველა ის სპეც-საშუალება, რომლებსაც პოლიცია იყენებს მომიტინგეების წინააღმდეგ. ეს კი პირდაპირ ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ხელისუფლება მზად არის მოსახლეობის წინააღმდეგ სამხედრო მოსამსახურეები გამოიყვანოს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 7-9 მარტის აქციების დროს პოლიციის მუშაობით "ქართული ოცნება' უკმაყოფილოა, ამიტომ თავდაცვის ძალებს ამზადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ქუჩაში გამოიყვანონ.
რა არგუმენტები აქვს თავად "ქართულ ოცნებას" - ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.