დადგება თუ არა ვადამდელი არჩევნების საკითხი ენმ-ს დღის წესრიგში - პარტიაში ახალმა დაპირისპირებამ იფეთქა

17.04.23 20:12
დადგება თუ არა ვადამდელი არჩევნების საკითხი ენმ-ს დღის წესრიგში - პარტიაში ახალმა დაპირისპირებამ იფეთქა

დადგება თუ არა ვადამდელი არჩევნების საკითხი "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგში. მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ახალმა დაპირისპირებამ იფეთქა. მთავარი საარჩევნო დაპირება არ შესრულებულა და მიხეილ სააკაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება - ეს არის  ბრალდებები ახალი თავმჯდომარის მიმართ. თუმცა დღეს ლევან ხაბეიშვილის გუნდს ცეცხლი კიდევ ერთი განცხადების გამო გაუხსნეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიას ფლანგს პარტიიდან სუს-ის აგენტობაში დასდეს ბრალი. 

"მოვიდნენ ცენტრალურ ოფისში და აქ მიიღებენ დავალებებს რა უნდა აკეთონ" - ეს შეუთვალეს მელიას პარტიიდან. როგორც ჩანს,  ახალმა მენეჯმენტმა ნიკა მელიას დამოუკიდებელი ოფისის გახსნა არ აპატია. ჯერ ყოფილი თავმჯდომარის გუნდი სეპარატისტებად შერაცხეს, დღეს კი სუს-თან თანამშრომლობაში ამხილეს. არჩევნებიდან სამი თვის შემდეგაც მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ვნებათაღელვა არ ცხრება და დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიტიკური ზავი მოსალოდნელი არ არის.

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.