თავდაცვის უწყებაში ასობით მილიონს ეძებენ - კეზერაშვილის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე მზადდება

17.04.23 20:19
თავდაცვის უწყებაში ასობით მილიონს ეძებენ - კეზერაშვილის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე მზადდება

დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე მზადდება. ჯუანშერ ბურჭულაძე პრაქტიკულად ადასტურებს, რომ თავდაცვის უწყებაში ასობით მილიონს ეძებენ, რომლის კვალიც მოქმედი მინისტრის თქმით, სწორედ  კეზერაშვილამდე მიდის. მართალია, ბურჭულაძეს ჯერ მტკიცებულებები არ აქვს, მაგრამ მინისტრი  პასუხისმგებლობას მაინც კეზერაშვილს აკისრებს და მას ბიუჯეტის ორგანიზებულ ყაჩაღობაში ადანაშაულებს. 

რატომ  გაახსენდა "ოცნებას" ათი წლის შემდეგ დავით კეზერაშვილი? ეს კითხვა აქვს ოპოზიციის ნაწილს.   ექს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ  ხელისუფლების გააქტიურება მათ აძლევთ საფუძველს, თქვან, რომ კეზერაშვილი ივანიშვილის პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. რადგან თუ თავდაცვის უწყებაში ბიუჯეტის ფული ნამდვილად იფლანგებოდა, ბურჭულაძემდე პოსტებს სხვა მინისტრებიც იკავებდნენ, მაგრამ გამოძიება არავის დაუწყია.

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.