რუსეთში რკინის ფარდა ეშვება - პუტინი გაწვევის ახალ ტალღას ამზადებს

17.04.23 20:25
რუსეთში რკინის ფარდა ეშვება - პუტინი გაწვევის ახალ ტალღას ამზადებს

რუსეთში რკინის ფარდა ეშვება. პუტინი გაწვევის ახალ ტალღას ამზადებს, რასაც შესაძლოა რუსეთიდან ხალხის მასობრივი გაქცევა მოყვეს. მოსახლეობას აიძულებენ ელექტრონულ პორტალზე დარეგისტრირდნენ, რის შემდეგაც გაცილებით მარტივი იქნება მათი ომში წაყვანა. ვინც უარს იტყვის ციხე ემუქრება. ახალი მობილიზაციის გეგმის თანახმად 400 ათასი მამაკაცი უნდა გაიწვიონ უკრაინასთან ომში. რუსეთში პანიკაა. ახლა ყველა შეეცდება თავშესაფარი მეზობელ ქვეყნებში იპოვოს. 

ეს კი ავტომატურად ნიშნავს, რომ საქართველოს საზღვრებთან ისევ გრძელი რიგი დადგება.  მოსკოვის გეგმის თანახმად 40 მილიონი პოტენციური ჯარისკაცის აღრიცხვა უნდა მოხდეს, რის შემდეგაც მათ ეტაპობრივად ჩართავენ საომარ მოქმედებებში. ის ვინც შეეცდება მობილიზაციას თავი აარიდოს, არ მისცემენ ქვეყნის დატოვების უფლებას და შეუზღუდავენ უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვას. კანონი უკვე მიღებულია და  რუსეთის მოქალაქეებს დღეები აქვთ დარჩენილი, რომ ქვეყანა დატოვონ.

დეტალები ნახეთ, გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.