შეძლებს თუ არა ოპოზიცია ხვალ საჭირო რაოდენობის ხმების მოგროვებას - საპარლამენტო ფრაქციებში სრული მობილიზაციაა
შეძლებს თუ არა ოპოზიცია ხვალ საჭირო რაოდენობის ხმების მოგროვებას - ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არის. საპარლამენტო ფრაქციებში სრული მობილიზაციაა გამოცხადებული, თუმცა დეპუტატები ჯერ გარანტირებულად ვერ ამბობენ იქნება თუ არა სხდომათა დარბაზში ის 50 პარლამენტარი, ვინც საგამოძიებო კომისიის შექმნას უნდა დაუჭიროს მხარი. ყველა გაფრთხილებულია, თუმცა უცნობია, დაბრუნდა თუ არა მივლინებიდან ყველა უმნიშვნელოვანესი სხდომის წინ.
ხვალ უნდა გადაწყდეს, შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია, რომელმაც სასამართლო კლანის კორუფციული სქემები უნდა შეისწავლოს. ოპოზიციის ნაწილი კომისიის შექმნის იდეას სკეპტიკურად უყურებს, თუმცა აცხადებენ, რომ კენჭისყრაზე ხმას ამ ინიციატივას აუცილებლად დაუჭერენ. ჯერ-ჯერობით საჭირო 50 ხმა მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ახლა მთავარია ყველა დეპუტატი ხვალ სხდომათა დარბაზში იყოს.
დეტალები იხილეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.