გადამწყვეტი სხდომა პარლამენტში და ტესტი ოპოზიციისთვის - საკანონმდებლო ორგანოში სრული მობილიზებაა

18.04.23 11:02
გადამწყვეტი სხდომა პარლამენტში და ტესტი ოპოზიციისთვის - საკანონმდებლო ორგანოში სრული მობილიზებაა

გადამწყვეტი სხდომა პარლამენტში და ტესტი ოპოზიციისთვის. პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი დღეს საკანონმდებლო ორგანო იქნება, სადაც ზუსტად 2 საათში გადაწყდება, შეძლებს თუ არა ოპოზიცია გაერთიანებას და შეიქმნება თუ არა სავარაუდოდ კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ საგამოძიებო კომისია. დილიდან პარლამენტში ოპოზიციის სრული მობილიზებაა.

"იმედი გვაქვს, რომ დღეს პარლამენტში შეიქმნება საგამოძიებო კომისია. ის, რომ ამდენმა ოპოზიციონერმა მხარი დაუჭირა ამ კომისიას, ადასტურებს იმას, სასამართლო სისტემის რეფორმა ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დღეს და იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევქმნით კომისიას. ველოდები, რომ ამ კომისიის მუშაობის შედეგად, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი შედეგები დაიდება". - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

საკანონმდებლო ორგანოში უკვე იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც, რომლებიც, სავარაუდოდ დღეს კიდევ ერთი კომისიის შექმნას სააკაშვილის საქმეზე მოითხოვენ.

მესამე პრეზიდენტის,მიმართ ღირსებისშემლახველ მოპყრობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შექმნაზე ოპოზიციაში აზრთა თანხმობა არ არის. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ისინი აუცილებლად დაუჭერენ მხარს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას, თუმცა ნაწილი პირდაპირ ამბობს, რომ აზრი არ შეუცვლიათ და "ნაციონალურმა მოძრაობამ" რომ ეს საკითხი კენჭისყრაზე გამოიტანოს, ისინი 50 ხმას ვერ მოაგროვებენ. 

ახლა მთავრი კითხვაა, შევა თუ არა დარბაზში ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი და გაიტანს თუ არა კენჭისყრაზე საკითხს "ქართული ოცნება".